თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი

ტრენინგი „პირველი გამაჯანსაღებელი“ საქართველოში წლების წინ ჩატარდა. მას შემდეგ ამ ტრენინგს, საკუთარი ცხოვრების შეცვლის მიზნით, ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და შედეგიც ყველასათვის ნათელი გახდა. ამ ტრენინგის ისტორია უზბეკეთის პატარა სოფლიდან იწყება. მისი სახელი საერთაშორისო დონეზე მირზაკარიმ ნორბეკოვს უკავშირდება, ხოლო საქართველოში – მის, ასე ვთქვათ, ოფიციალურ წარმომადგენელს – ხათუნა მუზაშვილს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს რეალობისთვის „პირველი გამაჯანსაღებელი“ იყო პირველი ტრენინგი, რომელმაც დაამტკიცა, თუ როგორ შეუძლია ტრენინგს, დროის მოკლე მონაკვეთში ფუნდამენტურად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.

როგორ დაიწყო ეს ისტორია, შემდეგ როგორ გაგრძელდა ის საქართველოში და რა სიახლეებს სთავაზობს ქართულ საზოგადოებას „პირველი გამაჯანსაღებლის“ ტრენერი? წარმოგიდგენთ ინტერვიუს ხათუნა მუზაშვილთან.

-დავიწყოთ იმით, თუ ვინ არის ნორბეკოვი…

-აკადემიკოსი მირზაკარიმ  ნორბეკოვი დღესდღეობით რამდენიმე მიმართულებითაა ცნობილი. პირველ რიგში, ის ფსიქოსომატიკური თვითრეგულაციის ანუ ე.წ. ნორბეკოვის სისტემის შემქმნელი გახლავთ. ეს არის ის ფსიქოლოგიური მიდგომები, რომელიც მან საკუთარ თავზე გამოსაცადა და ფაქტობრივად, განუკურნელი დაავადებისგან განიკურნა. განკურნების შემდეგ მან ეს მეთოდები ერთ მთლიან სისტემად აქცია, რომლის შექმნაც 40 წლის წინ დაიწყო. უკვე 20-25 წელია, რაც ნორბეკოვის სისტემას მთელი მსოფლიო იცნობს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს საკუთარ თავზე მუშაობისა და პიროვნული ზრდის სისტემაა: რა მეთოდებით შეიძლება ზემოქმედება მოვახდინოთ საკუთარ თავზე, ხასიათზე, ჩვევებსა თუ აზრებზე და წარმატებით გავიაროთ ის 4 საფეხური, რომელსაც თავად ეს სისტემა გვთავაზობს. პირველი საფეხური გამოჯანმრთელება და იმის შეცნობაა, თუ როგორ უნდა ვფლობდეთ საკუთარ თავს; მეორე – როგორ გავხდეთ ფინანსურად უზრუნველყოფილი; მესამე – როგორ შევქმნათ სამყაროში რაღაც ისეთი, რაც ჩვენს შემდეგ დარჩება ანუ როგორ გავხდეთ ბრენდი და მეოთხე – როგორ გავხდეთ წარმატებული.

გარდა ამ სისტემისა, ნორბეკოვი მისი წიგნებითაც ცნობილია.  მისი ავტორობით, გამოქვეყნდა არაერთი წიგნი-ტრენინგი, რომელიც დაწერილია მარტივი, პოპულარული ენით და თან, გარკვეულ ფსიქოლოგიურ შიგთავსს მოიცავს. ადრე, ოცი წლის წინ, მისი წიგნი-ტრენინგი, რომელსაც „სულელის გამოცდილება“ ჰქვია, გარღვევა აღმოჩნდა. ამ წიგნის ტირაჟი დღეს 40 მილიონია და ნათარგმნია, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა ენაზე, მათ შორის, ქართულად.

წიგნის შესაძენად დააკლიკეთ ფოტოს ან დარეგისტრირდით – აქ

ნორბეკოვი ძალიან წარმატებული ადამიანია, რომელიც თავისი ცხოვრების მაგალითით გვაჩვენებს, რომ შეიძლება დაიბადო უზბეკეთის მიყრუებულ სოფელში, იყო არაფრით განსხვავებული სხვებისგან ან შენი განსხვავება მხოლოდ ის იყოს, რომ სხვებზე ნაკლები შესაძლებლობა გქონდეს, სხვებზე ცუდი ჯანმრთელობა ან განათლების მიღების საშუალება, მაგრამ შენი ცხოვრების განმავლობაში, 20-30 წელიწადში ძალიან სერიოზული ფინანსური კაპიტალი შექმნა.

-საინტერესოა, თქვენ როგორ აღმოჩნდით მასთან და შემდეგ როგორ გახდით მის მიერ ჩამოყალიბებული სისტემის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში?-

-წლების წინ, როდესაც ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა და ძალიან სერიოზული დეპრესია მქონდა, ხელში ჩამივარდა მისი წიგნი – „სულელის გამოცდილება“. ნორბეკოვის სისტემასთან ჩემი ურთიერთობა სწორედ ამ წიგნით იწყება. შემდეგ მოსკოვში მოვხვდი, უფრო სწორად, იქ სამკურნალოდ მივდიოდი, როდესაც ეს წიგნი აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ არ მჭირდებოდა ექიმი და მკურნალობა, მე მჭირდებოდა სწორედ ის, რაც ამ წიგნში იყო მოცემული და ნორბეკოვის ტრენინგზე დასასწრებად მოსკოვის ადამიანის თვითაღდგენის ინსტიტუტში  მივედი. იქ „პირველი გამაჯანსაღებელი ტრენინგი“ გავიარე და ფენომენალური ეფექტი მივიღე. შემდეგ მეორე, მესამე… და ნორბეკოვის ფსიქოსომატიკური თვითრეგულირების სისტემის შესასწავლად მოსკოვში, ტრენერთა სკოლაში დავრჩი, სადაც გასწავლიან, თუ როგორ გახდე ტრენერი. სწავლის პროცესის დასრულების შემდეგ ძალიან დიდი ამბიცია და სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს ქვეყანაშიც ყოფილიყო. ფაქტობრივად, მთელი სისტემა ქართულად ვთარგმნეთ და საქართველოში დავბრუნდი, როგორც ქართულენოვანი ტრენერი, რეგიონალური დირექტორი და ამ სისტემის წარმომადგენელი საქართველოში.

2011 წელს ჩვენ ნორბეკოვი თბილისში დავპატიჟეთ, რათა ჩაეტარებინა მისი საავტორო ბიზნეს მასტერკლასი – „წარმატების სახელოსნო“ – რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს და რომელზე დასასწრებადაც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  ჩადიან ხოლმე. ეს მასტერკლასი 12 დღის განმავლობაში საქართველოშიც ტარდებოდა. ტრენინგის 70 პროცენტს თავად ნორბეკოვი უძღვებოდა, რაც, რასაკვირველია, ძალიან საინტერესო იყო. გასაოცარი იყო ამ მასტერკლასის შედეგებიც – დამსწრე საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, დღეს საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ადამიანია უკვე…ის არის ადამიანი, რომელთან ურთიერთობისას, მისადმი ფანატიზმის გარეშე, რწმუნდები, რომ თითოეული ჩვენგანი მართლაც უფლის ხატად არის შექმნილი.

ამ მასტერკლასზე თვითონ ნორბეკოვი მთლიანი ტრენინგის 70 პროცენტს უძღვებოდა. ეს ძალიან საინტერესო იყო. ნორბეკოვი არის ადამიანი, რომელთან შეხების დროსაც  რეალურად ხვდები, რომ თითოეული ჩვენგანი მართლაც უფლის ხატად და სახედ არის შექმნილი. მსადმი ფანატიზმის გარეშე. შენ ხედავ, თუ როგორ შეიძლება იმუშაო საკუთარ თავზე და დახვეწო შენი უნარები ბიზნესის, მოლაპარაკებების, ინტუიციის კუთხით, რომ შენც შეგიძლია ეს გააკეთო… ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მასთან ურთიერთობა გაძლევს, იმის გაცნობიერებაა, რომ ეს ყველაფერი რეალურია.

-ტრენინგმა – „პირველი გამაჯანსაღებელი“ –  რომელსაც თქვენ რამდენიმე წელია ატარებთ, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, გარკვეული ცვლილებები განიცადა. როგორც ვიცით, თქვენ გსურდათ, ის ადაპტირებული ყოფილიყო დღევანდელ რეალობასთან და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო ფართო საზოგადოებისთვის. მოხერხდა თუ არა ამ ჩანაფიქრის განხორციელება და რას ითვალისწინებს ეს ცვლილებები?

-ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს არის ტრენინგი, რომელიც ნორბეკოვის სისტემის – „პირველი გამაჯანსაღებლის“ – ბაზაზეა. მოგეხსენებათ, ტრენინგს აქვს თავისი ფორმატი, მიმდინარეობს 3-4 საათის განმავლობაში დარბაზში, დიდი აუდიტორიის წინაშე. რეგულაციებიდან გამომდინარე, გარკვეული საკითხების გადაწყობა მოგვიწია და შედეგად მივიღეთ მისი კომპაქტური ვარიანტი, რომელიც ვიდეოტრენინგების სახითაა წარმოდგენილი: ვიდეომედიტაციებმა, წარმოსახვითმა სავარჯიშოებმა, სააზროვნო სავარჯიშოებმა და სხვა ყველაფერმა, რაც ადრე დარბაზში ხდებოდა, ახლა ძალიან ხელმისაწვდომ, ციფრულ ფორმატში გადაინაცვლა. ამჟამად პროექტის დასრულების ფაზაში ვართ და დაახლოებით, 1 კვირაში ადამიანებს ამ ახალი პროდუქტით სარგებლობა შეეძლებათ. მისი შეძენა ახლაც შესაძლებელია, რადგან გაყიდვები 1 თვით ადრე დაიწყო.

რაც შეეხება უშუალოდ ტრენინგს, ის შემდეგ თემებს მოიცავს:

  • სხეული, ემოცია, ფიქრი – ემოციის ფლობა კრიტიკულ სიტუაციებში;
  • განწყობა, მისი შექმნის გზები და საჭიროება;
  • პოზიტიური მეტყველების პრინციპები და სიტუაციის მართვა მათი გამოყენებით;
  • გარე სამყაროს არასასურველი ზემოქმედებისადმი იმუნური და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების წინააღმდეგობის უნარის ამაღლება;
  • შრომისუნარიანობისა და კონცენტრაციის უნარის ამაღლება;
  • თვითშეფასების ამაღლება;
  • ხელის შემშლელი კომპლექსების კორექცია;
  • ნერვული სისტემის მოწესრიგება;
  • შიშების და სტრესული სიტუაციების დაძლევა;
  • პრობლემების აღმოფხვრის 4 პუნქტიანი გეგმა;
  • წარმოსახვის უნარის განვითარება;
  • მიზნების სწორად ჩამოყალიბება;
  • მოტივაციის მატება.

მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე მუშაობას დადებითი გვერდითი მოვლენები ახლავს,  რომლებიც მთელი რიგი საკითხების მოგვარებასა და გაუმჯობესებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ მიენიჭა ტრენინგს სახელწოდება „გამაჯანსაღებელი“.  ეს საკითხებია:

  • მხედველობის კორექცია, მხედველობის აღდგენის ეფექტით;
  • ხერხემლის კორექცია სიმაღლეში მატების ეფექტით;
  • გარე სამყაროს არასასურველი ზემოქმედებისადმი იმუნური და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების წინააღმდეგობის უნარის ამაღლება;
  • ქსოვილების დაჩქარებული აღდგენა (რეგენერაცია) და როგორც შედეგი, ადამიანის გაახალგაზრდავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები