ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფონდ “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პარტნიორობით, ემიგრანტებისთვის ონლაინ ექსკურსია მოეწყობა

2 ოქტომებრს 20:00 სთ (საქართველოს დროით) ზუმის აპლიკაციის მეშვეობით მოეწყობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ონლაინ ექსკურსია და შეხვედრა-დისკუსია, როგორც პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის მოსწავლეებისთვის ასევე  ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის, მათი მშობლებისთვის და საკვირაო სკოლების მასწავლებლებისთვის.

გამოფენის ფარგლებში აუდიტორიას უმასპინძლებენ: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაალ აბაშიძე და საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი ნესტან ბაგაური. აუდიტორიას მიესალმება, ასევე, დიასპორული ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ჰოლანდიაში მცხოვრები ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო (მისი ინიციატივით ფუნქციონირებს ონლაინსკოლა „გაკვეთილები საზღვრებს გარეშე“).

ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (National Centre of Manuscripts) მიერ წარდგენილი პროექტის “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”-ის პარტნიორი.

პროექტი ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამით „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ს ფარგლებში ხორციელდება.

(ზუმის ლინკი https://zoom.us/j/98141633727)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები