ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიციას და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი““, – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.