ნოდარ დუმბაძის კრებულის პრეზენტაცია დოჰაში

11 იანვარს დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (Doha International Book Fair) ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში.

პრეზენტაციაზე კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს თარგმანისა და პუბლიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა მუჰამედ ჰასან ალკუვარმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია წიგნის თარგმნისა და გამოცემის ისტორიის შესახებ. საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა მადლობა გადაუხადა კატარულ მხარეს წიგნის გამოცემისათვის გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისათვის.

ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი კრებულის პრეზეტაციას დაესწრო მწერლის შვილი ქეთევან დუმბაძე და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ნოდარ დუმბაძის არაბულენოვანი წიგნის კრებულში შესულია რვა მოთხრობა – „ძაღლი“, „ნუ გააღვიძებ“, „უმადური“, „ჩიტი“, „დედა“, „კუკარაჩა“, „სისხლი“ და „კორიდა“. წიგნის ყდის ილუსტრაციისთვის გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი „ზამთარი თბილისში“.

წიგნი გამოიცა საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები