8 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 2 სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხ  წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი.

  1. გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ)
  2. ვლადიმერ გამყრელიძე (87 კგ)
  3. გივი მაჭარაშვილი (97კგ)
  4. გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

ჩვენი გუნდიდან პირველი პარიზის ოლიმპიურ ხალიჩაზე ვლადიმერ გამყრელიძე (87 კგ) გამოვა.

რაც შეეხება მეორე სპორტსმენს – როგორც იცით, ლაშა გობაძე ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

ბულგარელი ნოვიკოვი 87კგ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა, რითაც გობაძეს ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა. რეპეშაჟში იგი ხვალ 13:00 საათზე დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვს დაეჭიდება.

პარიზის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები