70-მდე სნოუბორდერი ბაკურიანში იასპარეზებს

სნოუბორდის ევროპის თასზე მონაწილეობის მისაღებად 12 ქვეყნის გამორჩეული სპორტსმენები უკვე საქართველოში არიან და პირველი არაოფიციალური ვარჯიშიც გამართეს.

სხვა ვარსკვლავებთან ერთად, საქართველოს მალე ეწვევა ავსტრიელი სნოუბორდერი, ოთხგზის მსოფლიო თასისა და ერთგზის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი დანიელა ულბიგი და მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ავსტრიელი სნოუბორდერი კლაუდია რიგლერი, რომელმაც მსოფლიო თასზე 363-ჯერ აიღო სტარტი და მალე ბაკურიანში ევროპის თასზეც იასპარეზებს.

ევროპის თასის გათამაშების ეტაპი ბაკურიანში 19-20 თებერვალს ჩატარდება. მსოფლიო პრიზიორი, 70-მდე სნოუბორდერი ბაკურიანში იასპარეზებს. მათ შორისაა  ქართველი  რევაზ ნაზღაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები