63 წლის ასაკში ნაპოვნი საყვარელი საქმე და სტრესის მოსახსნელად შექმნილი ხელნაკეთი სამკაულები – ვიდეობლოგი ათენში მცხოვრებ ემიგრანტ ქალბატონს ესმა ბაბუნიძეს და მის ნამუშევრებს გაგაცნობთ.
უკვე 24 წელია ის საბერძნეთში ცხოვრობს და მუშაობს. სხვა ქალბატონების მსგავსად, მასაც საქმიანობა ბერძნულ ოჯახში უწევს. სულიერი გადარჩენის გზა ხელსაქმეში იპოვა და სამკაულების შექმნა დაიწყო.
დღეს ეს საქმე ჰობზე მეტია. თავდაპირველად, მინანქარი შეისწავლა… შექება პროფესიონალებისგან მალე დაიმსახურა და სხვა სირთულეებსაც შეეჭიდა. მისი ნამუშევრები ათენში, ერთ-ერთ ქართულ სამხატვრო სახელოსნოშიც იყიდება. როგორ იპოვა ხელმარჯვე ოსტატმა საკუთარი თავი ახლიდან, როგორ უმკლავდება ნოსტალგიას და რას ურჩევს სხვა ქალბატონებს – ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკა ,,ემიგრანტული ამბები“.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი