52 წლის შამშე ტლაშაძე მსოფლიო ჩემპიონია
პლოვდივში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე შამშე ტლაშაძემ D კატეგორიის 70 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ტაჯიკეთის წარმომადგენელი ჯამშედ მაქსუდოვი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ შამშე ტლაშაძემ გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.