თბილისში ებრაულ კულტურასთან დაკავშირებული სამი თეატრალური ღონისძიება გაიმართა

ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ამ დღეებში, თბილისში, ისრაელისა და ებრაულ კულტურასთან დაკავშირებული სამი თეატრალური ღონისძიება გაიმართა.

ხუთშაბათს ისრაელის ელჩმა იდიშის თეატრის აღდგენა მიულოცა ორგანიზატორებს. მარჯანიშვილის თეატრში შედგა ისრაელელი მწერლის ანატ გოვის პიესის, „ო, ღმერთო“-ს პრემიერა, სადაც მთავარი როლები ანა სანაიამ და ზურა ბერიკაშვილმა შეასრულეს.

 

კვირას, 19 მარტს,  ხანა აზულაი-ჰასფარის პიესის “სინანულის დღეების”  წარმოდგენა გაიმართა სამეფო უბნის თეატრში, სადაც ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი, “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ხაშურის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტიდან მოწვეულ იძულებით გადაადგილებულ ქალბატონებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები