6 ოქტომბერს, ტაშკენტში, ძიუდოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს.
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 85 ქვეყნის 577 სპორტსმენი, აქედან 9 ქართველი მამაკაცი და 2 ქართველი ქალი ძიუდოისტი იქნება.
საქართველოს ნაკრები შემადგენლობა ასეთია:
-60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი;
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი;
-81კგ – ტატო გრიგალაშვილი;
-90კგ – ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური;
-100კგ – ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი;
+100კგ – გურამ თუშიშვილი;
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი;
+78კგ – სოფიო სომხიშვილი.