1-7 სექტემბერს საქართველო ევრობასკეტს მასპინძლობს

საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, რიყის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ ფანზონაში ოფიციალურად გაიხსნა.

ევრობასკეტის დღეებში, ფანზონაში, გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა.

„ევრობასკეტის ოფიციალური ფანზონა დატვირთულია  მრავალფეროვანი სივრცეებით და აქტივობებით. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი,  ეროვნული ნაკრების ფან-შოპი,  სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.

არ გამოტოვო ევრობასკეტი საქართველოში!

უგულშემატკივრე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!“ – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები