26 ივლისიდან ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს

საქართველოს (U20) და (U23) ძალოსანთა ნაკრები ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც 26 ივლისიდან  სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს.

ქართველი ძალოსნები რუმინეთში 2 ნაკადად გაემგზავრებიან. კონტინენტის პირველობაზე საასპარეზოდ კახი ასანიძე, გიგა ოდიკაძე, საბა აბაშიძე, გურამ გიორბელიძე, არჩილ მალაყმაძე, ბაჩუკი შამილიშვილი, გიორგი ხარაზიშვილი და მარიამ მაისურაძე გაემგზავრნენ.

27 ივლისს კი გუნდს შეუერთდებიან საბა ასანიძე, ნიკოლოზ ესართია, ზურაბ მსხალაძე, გერვასი თაბაგარი, გიორგი კირვალიძე, გურამ ვეკუა, ლუკა ქაშიბაძე, თორნიკე ლომთაძე, ლომთაძე ზაზა, ირაკლი გობეჯიშვილი, აკაკი ტალახაძე, მიხეილ ადამია, თორნიკე ტაბატაძე, მარიამ მურღვლიანი და ნათია გადელია.

23 -წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე

20 -წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე

ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა

23 -წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გია ცირეკიძე

20 -წლამდელთა ნაკრების  მწვრთნელი ილია თვალოძე

20 -წლამდელთა ნაკრების  მწვრთნელი გიორგი გაბრიჭიძე

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები