24 დეკემბერს სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება

24 დეკემბერს, 12:00-დან, „ფაბრიკაში“ სამეწარმეო გამოფენა – გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება პროექტის „GEclose2EU’’-ს ფარგლებში ტარდება, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება.

სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას 100 ქართველი მეწარმე მიიღებს, რომლებიც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას შესთავაზებენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, საკვები და საოჯახო მარნის ღვინის პროდუქცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ის ქართლი კომპანიები, რომელთა პროდუქციაც წარმატებით იყიდება უცხოურ ბაზრებზე.

მეწარმეთა საშობაო გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ღონისძიების სტუმრებს საშუალება მისცენ დაათვალიერონ და შეიძინონ ქართული ნაწარმი უშუალოდ მწარმოებლებისგან.

სამეწარმეო გამოფენა პირველი მსგავსი ტიპის აქტივობაა, რომელიც GEclose2EU-ს ფარგლებში იმართება სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარების მონაწილეობით არასასოფლო-სამეურნეო სფეროებიდან. პროექტის მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში და მასტერ-კლასებში, რომელიც უკვე მომავალი წლიდან იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები