ამსტერდამში მიმდინარე საერთაშორისო ჩემპიონატზე წყალში ხტომაში ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს

ნიდერლანდებში, ქ.ამსტერდამში მიმდინარე საერთაშორისო ჩემპიონატზე წყალში ხტომაში, რომელშიც 9 ქვეყანა – საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, შვედეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, საქართველო, აშშ და ბელგია მონაწილეობს, ჩვენმა სპორტსმენებმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს.

საერთაშორისო ჩემპიონატზე უფროს გოგოებში 1 მეტრი ტრამპლინიდან მედლები ასე გადანაწილდა:
🥇თეკლე შარია 201.30 ქულა, საქართველო
🥈ქლოე ვან დერნ ჰორნ 192.25 ქულა ნიდერლანდები
🥉ისმაი ბუიჯის 175.0 ქულა ნიდერლანდები
 Aჯგუფის ბიჭებში 1 მეტრი ტრამპლინიდან მედლები ასე გადანაწილდა:
🥇ემანუელ ვიტომარია დი ტრანი 455.05 ქულა, იტალია
🥈ალექსანდრე ცხომელიძე 427.85 ქულა, საქართველო
🥉ლოვრო სტამბაკი 419.30 ქულა, ხორვატია
მეოთხე ადგილი: კოკა საკანდელიძემ 403.20 დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები