საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ორი მატჩი ჩაატარა – მან სლოვენიის ნაკრები დაამარცხა და მერვედფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდა.
მსოფლიო თასის II დივიზიონის მერვედფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 19:12 სძლია.
(4:2, 3:5, 2:5, 3:7)
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების წევრი დუშან ვასიჩი დასახელდა.
გატანილი გოლების ავტორები არიან:
ვატო დადვანი 1
ნიკა შუშიაშვილი 3
ანდრია ბითაძე 1
დუშან ვასიჩი 4
ბესარიონ ახვლედიანი 3
გიორგი მესხი 1
ანდრია ვლაჰოვიჩი 3
სტეფან პიესივაჩი 2
საბა მაჭავარიანი 1