ქართველმა მოკრივეებმა “AHMET CÖMERT BOSPHORUS”- ზე 3 მედალი მოიპოვეს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი “AHMET CÖMERT BOSPHORUS” 3 მედლით დაასრულა.
ტურნირის ვიცე-ჩემპიონი +90კგ წონითი კატეგორიაში ბექა წერედიანი გახდა.
ბრინჯაოს მედლებს ლაშა კერესელიძე (50კგ) და თათია ბუკია (80კგ) დაეუფლნენ.