ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარდგნენ.
ღონისძიება ყოველწლიურად 25 000 ვიზიტორსა და 1 500 მონაწილეს აერთიანებს მსოფლიოს 105 ქვეყნიდან, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გამოფენის სტუმრებს წარუდგინონ უახლესი პროდუქტები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლეებსა და გამოწვევებს და დაამყარონ ახალი ბიზნესს კონტაქტები.