საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეებმა-ანასტასია გუბანოვამ, დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში 128,89 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 198,81 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა.