ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩენგდუში ქართული ღვინის მორიგი წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში ,,Fine Wineseer” მონაწილეობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ქალაქ ჩენგდუში, ქართული ღვინო ასევე წარმოდგენილი იყო გამოფენაზე ,Fine Wine Hotel Exhibition”. ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ მასშტაბურ გამოფენაში „China Food & Drinks Fair“.
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებში საქართველოს წარდგენა, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებენ მასშტაბურ გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai”, „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC), „Interwine China “ და სხვა.