ქართველთა კულტურის კერა ლაზი საერთაშორისო ფესტივალის “Paris Triumph“ გრან-პრის მფლობელი გახდა

საფრანგეთში საერთაშორისო ფესტივალი და შემოქმედებითი კონკურსი “Paris Triumph“ გაიმართა,  კონკურსში ქართველთა კულტურის კერა ლაზი მონაწილეობდა და გრან-პრის მფლობელი გახდა.
“გასულ წელს ასოციაცია ლაზს, ჰქონდა პატივი მიეღო მონაწილეობა ამ კონკურსში და მოეპოვებინა სამი ჯილდო იმ სამი ცეკვისთვის, რომელიც წარადგინა.
წელს კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბური და მოთხოვნადი გახლდათ, მონაწილეთა და კონკურენტთა გაზრდილი რაოდენობით.
ისევე როგორც შარშან, წელსაც ჩვენმა გუნდმა აიღო გრანპრი და პირველი ადგილი ორივე შესრულებული ცეკვისთვის.
დიდი მადლობა ყველა მოცეკვავეს, მშობელს, გულშემატკივარს და რა თქმა უნდა, ლაზის შემოქმედებით ჯგუფს რომ კიდევ ერთხელ ასახელეს საქართველო და ჩვენს გუნდ მოუტანეს წარმატება”, – ნათქვამია ასოციაცია ლაზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„Paris Triumph“ არის საერთაშორისო ფესტივალი და შემოქმედებითი კონკურსი, რომელიც ეძღვნება ცეკვას, ფოლკლორსა და კულტურას და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები