“ფინალისტი ვარ Global Exყcel Awards-ის “Rising Star in the Excel Industry” ნომინაციაში . მსოფლიოს მასშტაბით სულ რაღაც 5 ფინალისტს შორის ერთ-ერთი.
![🌏]()
ეს არის Excel-ის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ლონდონში და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვანი პროფესიონალები მონაწილეობენ. წლების წინ, როდესაც ექსელი ასე შევიყვარე, დავიწყე მისი შესწავლა და შემდგომ ამ ცოდნის გაზიარება, ვერ წარმომედგინა თუ დადგებოდა დღე, როდესაც მსგავს მასშტაბს მიაღწევდა ჩემი საქმიანობა.
![💗]()
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვისაც ამდენი წლის განმავლობაში შევხვედრივარ აუდიტორიაში, თუ სატრენინგო სივრცეში.
![💻]()
მადლობა ყველას, ვინც იყენებთ ჩემი არხის ვიდეო გაკვეთილებს.
რომ არა თქვენ, არ იარსებებდა არც ჩემი ამდენ წლიანი საქმიანობა და არც შესაბამისად ეს მნიშვნელოვანი ნომინაცია.
![🌍]()
ნომინირებულთა შორის არიან იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის და საბერძნეთის წარმომადგენლები.
![📅]()
დაწყებულია საჯარო ხმის მიცემის ეტაპი, რომელიც გაგრძელდება 30 აპრილამდე. ახლა თქვენი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩემი პირადი წარმატების გარდა, ჩვენი ქვეყნის ახალ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი აღიარების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.