17 მარტს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება გამოფენა „როგორ იქმნებოდა „დედა ენა“
17 მარტს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება გამოფენა „როგორ იქმნებოდა „დედა ენა“. გამოფენა ეძღვნება დედა ენის პირველი ბეჭდური გამოცემიდან 150 წლის იუბილეს.
„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაკობ გოგებაშვილის არქივის ის ნაწილი, რომელიც დამთვალიერებელს შეახედებს კულისებში, როგორ იქმნებოდა ჩვენთვის გამორჩეული მნიშვნელობის სახელმძღვანელო “დედა ენა”.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო აქტივობა „დედა ენის” ბეჭდვის საიდუმლო” სკოლის მოსწავლეებისათვის. ისინი თავად შეძლებენ დაბეჭდონ „დედა ენის” 2 გვერდი“, – ნათქვამია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.