ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშებზე საქართველოს პარალიმპიური ნაკრებიდან ასპარეზობა დაასრულა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ. მან პარასნოუბორდის დისციპლინაში იასპარეზა და ორი დაშვება შეასრულა.

პირველი დაშვება 1 წუთსა და 10 წამში, ხოლო მეორე დაშვება 1 წუთსა და 8 წამში განახორციელა და მე-19 ადგილი დაიკავა.

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დასრულდება, თუმცა საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ასპარეზობა უკვე დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები