პარაათლეტმა თემურ დადიანმა ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრმა თემურ დადიანმა დაასრულა. მან ერთკილომეტრიანი დისტანცია 2 წუთსა და 40 წამში გაიარა და 33-ე ადგილზე გავიდა. ქართველმა პარაათლეტმა ასევე იასპარეზა ათკილომეტრიან დისტანციაში, რომელიც 33 წუთსა და 5 წამში დაფარა და 29-ე ადგილი დაიკავა.
თემურ დადიანი პირველი ქართველი პარაათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.