საქართველო, ბაჰამის კუნძულები, მონაკო, მალტა – Daily Mail ბრიტანელებს დუბაის რამდენიმე საუკეთესო ალტერნატივას სთავაზობს

“დუბაის საუკეთესო ალტერნატივა ბრიტანელი ემიგრანტებისთვის, რომლებიც მზიან ქვეყანაში გადასახადების გარეშე ცხოვრებაზე ოცნებობენ” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული Daily Mail-ი, რომელიც მკითხველს რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს სთავაზობს.

გამოცემის მიერ შედგენილ სიაში, ბაჰამის კუნძულებთან, ბერმუდასთან, მონაკოსთან, მალტასა და კვიპროსთან ერთად, დასახელებულია საქართველოც. სტატიის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ბრიტანელ ემიგრანტებს შორის, რომლებსაც მზიან ქვეყანაში, გადასახადების ტვირთის გარეშე ცხოვრება სურთ.

“მაგრამ რადგან ახლო აღმოსავლეთში ომი იწყება და ბრიტანელებში პოპულარული ქალაქები, როგორიცაა დუბაი, აბუ-დაბი და რიადი – ძალადობის ტალღებში ეხვევა, სად შეიძლება წავიდნენ ბრიტანელები, რომ იცხოვრონ გადასახადების გარეშე და მიიღონ ისეთი უპირატესობები, როგორიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია, მაგრამ უფრო მშვიდ გარემოში და მიმდინარე ძალადობის გარეშე?” – წერს გამოცემა. “საქართველო, თბილისი, დამალული განძია”, – წერს daily Mail-ი და აღნიშნავს, რომ ციფრულ მომთაბარეებს, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომ ცხოვრების წესს ეძებენ, საქართველო ერთ წლამდე უვიზოდ დარჩენას და მცირე ბიზნესისთვის ერთპროცენტიან საგადასახადო განაკვეთს სთავაზობს.

“კვლევის მიხედვით, თბილისი ხელმისაწვდომობის მხრივ უსწრებს ევროპის კიდევ 69 ქალაქს, რადგან აქ დაბალი ფასები ერთიანდება კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების სიმრავლესთან”, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც Daily Mail-ი საქართველოს შესახებ წერს, მრავალფეროვანი სამზარეულოსა და კულტურული ღირსშესანიშნაობების მქონე, ამ ახალ, პერსპექტიულ ადგილას ბევრი რამის შესწავლაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები