პორეჩის კადეტთა ევროპის თასზე ძიუდოს კადეტთა ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა
ხორვატიის ქალაქ პორეჩში ძიუდოში კადეტთა ევროპის თასი გაიმართა. ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა ოთხი მედლით: ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლით, დაასრულეს.
ჩემპიონობა გიორგი მჭედლიშვილმა (-73 კგ) და ილია ზაქუტაშვილმა (+90 კგ) იზეიმეს, ბრინჯაოს პრიზიორები კი ნიკა ნიგურიანი (-90 კგ) და ნიკოლოზ ვარსიმაშვილი (-90 კგ) გახდნენ.