საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში პიზის 2026 წლის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

იტალიის ქალაქ პიზაში ჩატარებულ პარაფარიკაობის მსოფლიოს თასზე საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდური ასპარეზობის ფინალურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 30:19 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

პიზის 2026 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა.

ხმლით ფარიკაობაში ინდივიდუალურ ასპარეზობაში ნინა თიბილაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, გვანცა ზადიშვილი კი – ბრინჯაოს პრიზიორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები