ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეცხრე ადგილზე დაასრულა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან ბოლოს ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში მან 209.99 ქულა მოაგროვა და ოლიმპიადა მეცხრე ადგილზე დაასრულა, რაც ქალთა ერთეულთა კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
თავისუფალ პროგრამაში ანასტასიამ 138.22 ქულა მოაგროვა, რაც მეთერთმეტე შედეგი იყო, მოკლე პროგრამაში კი მან მსაჯებისგან 71,77 ქულა მიიღო და მეექვსე ადგილს დასჯერდა.