სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ექვსი მედალი მოიპოვა
ესტონეთში ჩატარდა ევროპის თასი სუმოში West Viru Open 2026 დიდებში, სადაც საქართველოს სახელით 7 სუმოისტი მონაწილეობდა. საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა, აქედან ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.
ჩემპიონობა ნიკოლოზ აქუბარდიამ (-70კგ) და ლუკა ბერიძემ (-77 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონები დავით აქუბარდია (-100 კგ) და ზურა წიქორაძე (+115 კგ) გახდნენ.
ზურა წიქორაძემ ასევე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.
ბრინჯაოს პრიზიორი გახდა საბა გამთენაძეც (- 115).
ევროპის თასის მედალოსნები ცნობილმა ესტონელმა ოძეკმა ბარუტომ (კაიდო ჰოოველსონი) დააჯილდოვა.