სათამაშოების პრესტიჟულ გამოფენაში Spielwarenmesse 2026 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების ინდუსტრიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა Spielwarenmesse 2026 გაიმართა.

გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს 60 ქვეყნიდან 2800-ზე მეტ მწარმოებელ კომპანიას და 73 000-ზე მეტ ვიზიტორს, რაც მას ინდუსტრიის მთავარ შეხვედრის წერტილად აქცევს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, წელს აღნიშნულ გამოფენაში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც საერთაშორისო აუდიტორიას ქართული პროდუქცია გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები