ნიკა ეგაძე ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს
მილანის 2026 წლის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობების მეორე დღეს, საქართველოს ნაკრების წევრმა – ნიკა ეგაძემ იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 85.11 ქულა დააგროვა.
ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში 13 თებერვალს იასპარეზებს. 11 თებერვალს კი ყინულზე თავისუფალ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ.