ძიუდოს ჭაბუკთა ევროპის თასზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა

იტალიის დედაქალაქ რომში  ჭაბუკთა შორის ძიუდოს ევროპის თასი გაიმართა. ქართველმა ძიუდოისტებმა  ტურნირზე ასპარეზობა სამი მედლით დაასრულეს; აქედან ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის ჩემპიონობა ელენე კურდღელიამ (-70 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი თინათინ გულბანი (-63 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს სოფიო თათრიშვილი (-57 კგ) დასჯერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები