საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშები გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე დაასრულა

ფიგურულ ციგურაობაში მილან-კორტინის 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

გუნდური ტურნირის გამარჯვებული აშშ-ს ნაკრები გახდა, ვერცხლი იაპონიამ მოიპოვა, ბრინჯაოს კი იტალიის ნაკრები დასჯერდა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლამდე 4 ქულა დააკლდა.

ფინალში თავისუფალ პროგრამაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა 139.70 ქულა დააგროვა, ნიკა ეგაძემ – 154.79, ანასტასია გუბანოვამ  – 140.17, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა  კი თავისუფალ ცეკვაში 117.82  ქულა.

დღეს, 9 თებერვალს, ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში ინდივიდუალური ასპარეზობები დაიწყება. საქართველოს ნაკრებიდან პირველს ყინულზე რიტმული ცეკვით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები