ისტორიაში პირველად პარასთრონგმენში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

7-8 თებერვალს, წყალტუბოს სპორტის სასახლეში, ისტორიაში პირველად ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი პარასთრონგმენთა შორის, სადაც ძირითადად საქართველოს პარაძალოსნობის და პარამკლავჭიდის ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.

სპორტსმენები ერთმანეთს სამ მოძრაობაში შეეჯიბრნენ: წოლჭიმი მორით, ჰანტელის აწევა რაოდენობაზე და გირის ფრონტალური დაჭერა დროის გარეშე.

-90 კგ და +90 კგ კატეგორიაში გამოვლენილი ჩემპიონები და პრიზიორები  მაისში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის პარასთროგმენის ჩემპიონატში, რომელიც საქართველოში გაიმართება.

ქვეყნის პირველი ჩემპიონები ხაშურელი გიორგი დურგლიშვილი და თბილისელი დავით ქობალია გახდნენ.

🏆-90 კგ

🥇 გიორგი დურგლიშვილი (ხაშური)

🥈 ზურაბ ბუცხრიკიძე (თერჯოლა)

🥉 გიორგი ახალაძე (ქუთაისი)

 

🏆 +90 კგ

🥇 დავით ქობალია (თბილისი)

🥈 მერაბ ლომიძე (თბილისი)

🥉 ვარლამ გურჩიანი (თბილისი)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები