ისრაელის წამყვანი 60 ტურისტული კომპანიას საქართველოს ტურისტულ პოტენციალ გაეცნო
ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თელ-ავივში, ისრაელის 60 ტურისტული კომპანიისთვის პრეზენტაცია გამართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ქართველ და ისრაელელ ტუროპერატორებსა და სასტუმროების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრა შედგა.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებას. ღონისძიების მიზანია ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.
ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის. საქართველოს ქალაქებსა და თელ-ავივს შორის რეგულარული ფრენები სრულდება.