ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ქემერტელიძე ფინალში ირანელ სინა ხალილისთან დამარცხდა, ხოლო გამყრელიძემ დაძაბულ ორთაბრძოლაში ამერიკელ პარკერ კეკეისენთან დათმო შეხვედრა.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელელები ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) და ანდრო მარგიშვილი (97 კგ) გახდნენ.
ანდრო მარგიშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ვეგი დამაჯერებლად, 12:2 დაამარცხა.
ნიკა ზაქაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრელი გამზატგაჯი ხალიდოვი 11-6 დაამარცხა.