ნიკოლოზ დავლაძე ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

სოფიაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკოლოზ დავლაძემ (-90 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელი ანტონ დიმიტროვი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ნიკოლოზ დვალაძემ მონტენეგროელ, ავსტრიელ და ხორვატ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალი კი ბერძენ ათანასიოს მილონელისთან დათმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები