ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი მაია აზარაშვილი „ევროპის კავშირი – სპორტი ყველასათვის ” ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
იტალიაში „ევროპის კავშირი – სპორტი ყველასათვის” (UESpT) გენერალური ასამბლეის საარჩევნო სესია ჩატარდა. სესიაზე საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის” პრეზიდენტი – მაია აზარაშვილი, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
მაია აზარაშვილი პირველი ქართველია, რომელიც „ევროპის კავშირი – სპორტი ყველასათვის” ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ქართველი სპორტსმენი 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია (ესტაფეტა, 4X100 მ). სეულში მან 200-მეტრიან დისტანციაზე სპრინტშიც იასპარეზა, რა დროსაც ფინალში VII ადგილი დაიკავა. სპორტსმენმა მონაწილეობა მიიღო ატლანტის ოლიმპიური თამაშებშიც. 1988 წელს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მაია აზარაშვილი ორდენით დააჯილდოვა. მძლეოსანი სპორტის რაინდის წოდების მფლობელიცაა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

