ეროვნული გვარდიის სამხედრო – საჩვენებელი ორკესტრი ფესტივალის  – „Bremen Tattoo 2026″ საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა

ეროვნული გვარდიის სამხედრო – საჩვენებელმა ორკესტრმა, გერმანიაში, ქალაქ ბრემენში გამართულ საერთაშორისო მარშის მუსიკის ფესტივალის  – „Bremen Tattoo 2026″ საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

„„Bremen Tattoo 2026″ უკვე მეშვიდედ იმართება ბრემენის OVB არენაზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრები, მუსიკალური გუნდები, მოცეკვავეები და სოლისტები იღებენ მონაწილეობას და  ორკესტრის მუსიკას ქორეოგრაფიის თანხლებით წარმოადგენენ.

ფესტივალში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის „Bremen Tattoo 2026″ მუსიკალური ხელმძღვანელი და მონაწილე ორკესტრების მთავარი დირიჟირი, ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კობა მერმანიშვილი გახლდათ“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული გვარდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები