საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა

რიგაში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2, დასრულდა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ტურის პირველი მატჩი ლატვიის წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ანგარიშით 4:0 დათმო,  მომდევნო მატჩს კი  28 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.

უეფას ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში იმართება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები