ბარბარე ქურციკიძე European School of Advanced Veterinary Studies-ის საერთაშორისო აკრედიტებულ პროგრამას გაივლის

აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი ბარბარე ქურციკიძე აპრილში, ბუქარესტში, European School of Advanced Veterinary Studies-ის (ESAVS) რბილი ქსოვილების ქირურგიის საერთაშორისო აკრედიტებულ პროგრამას გაივლის. გადამზადების ხარჯებს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი დაფარავს.

„ESAVS-ის სერტიფიცირებული და სამაგისტრო პროგრამები მოიცავს უახლეს სასწავლო კურსებს ვეტერინარულ კლინიკურ დისციპლინებში. სწავლება დაფუძნებულია ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე, გამოცდებსა და კლინიკურ პრობლემებზე ორიენტირებულ მიდგომაზე. პროგრამები ტარდება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებთან თანამშრომლობით დაახლოებით 20 ქვეყანაში.

ESAVS-ის პროგრამები აკრედიტებულია ATF-ის (Akademie für tierärztliche Fortbildung) მიერ, რომელიც გერმანიის ვეტერინართა ფედერალური პალატის (Bundestierärztekammer – BTK) ფარგლებში მოქმედებს. ეს აკრედიტაცია შეესაბამება ამერიკის ვეტერინარული უწყვეტი განათლების რეესტრის (RACE), დიდი ბრიტანეთის ვეტერინარ ქირურგთა სამეფო კოლეჯის (RCVS) და ირლანდიის ვეტერინართა საბჭოს (VCI) მოთხოვნებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები