ელენე გოგიბერიძე სწავლას საფრანგეთში, Sup De Luxe უნივერსიტეტში განაგრძობს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ელენე გოგიბერიძე სწავლას საფრანგეთში, Sup De Luxe უნივერსიტეტის Global Luxury Brand Management სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.

ელენემ მოწვევა მიიღო ასევე New York University-ისა და SKEMA Business School-ის ერთობლივ პროგრამაზე, თუმცა საბოლოოდ არჩევანი Sup de Luxe-ზე შეაჩერა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ელენეს აპლიკაციისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, უნივერსიტეტმა გამოყო მისთვის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება. მან აგრეთვე მოიპოვა საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია და  განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტი,  რომლითაც სრულად დაფარავს სწავლის  საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები