საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. მათ ბოლო მატჩი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. შეხვედრა საფრანგეთის გამარჯვებით, ანგარიშით 16:13 დასრულდა.

საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდედ იასპარეზა. ქართველი წყალბურთელები F ჯგუფის ბოლო მატჩში თურქეთს დაუპირისპირდნენ და 14:11 სძლიეს, რითაც ევროპის საუკეთესო ათეულში ადგილი გაინაღდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები