ანასტასია კირთაძე 2200 -მდე სარეიტინგო კატეგორიის გამარჯვებულთა შორისაა
ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) ქალთა ჭადრაკის კომისიამ სამი წლის წინ დააანონსა „ევროპის ქალთა საჭადრაკო თასი“ (European Women’s Chess Trophy) — ინიციატივა, რომლის მიზანია ევროპაში ქალთა ტურნირებში აქტიურად მონაწილე ქალებისა და გოგონების ფინანსური წახალისება. პროექტს მხარს უჭერს FIDE Development Fund.
2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდნენ შემდეგ ოთხ კატეგორიაში:
- იუნიორები U20
- რეიტინგი U2200
- რეიტინგი 2201–2400
- რეიტინგი 2400+
ანასტასია კირთაძე 2200 -მდე სარეიტინგო კატეგორიის გამარჯვებულთა შორისაა!