საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთს დაუპირისპირდა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის პირველობაზე წყალბურთში, მეორე ჯგუფური ეტაპის F ჯგუფში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა რუმინეთის გამარჯვებით, ანგარიშით 15:10 დასრულდა.
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ ასპარეზობს. ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 21 იანვარს გამართავს.