საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია ანგარიშით 22:11 დაამარცხა
ბელგრადში მიმდინარე წყალბურთის ევროპის პირველობაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე მატჩი სლოვენიის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 22:11 დასრულდა.
ევროპის პირველობაზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობდა. ჯგუფური ეტაპის ფარგლებში ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩში საბერძნეთთან ანგარიშით 6:20 დამარცხდნენ, მეორე მატჩი კი ხორვატიასთან ანგარიშით 7:18 დათმეს.