სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

მონაკომ სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირზე ქართველმა დიდოსტატებმა წარმატებით იასპარეზეს. ნინო ბაციაშვილი ტურნირის ჩემპიონი გახდა, სოფიო გვეტაძე კი – ბრინჯაოს პრიზიორი.

ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა გადამწყვეტ ტურში მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა და ჩემპიონატის ოქროს მედალი დაისაკუთრა.

სოფიო გვეტაძემ 11 პარტიიდან 7,5 ქულა დააგროვა და III–VI ადგილები გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ქართველმა მოჭადრაკემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები