ქართველი ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან რეგენტებს შეხვდა
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი, ქართულ-იტალიული ტელეკომპანია KN TV-ის დამფუძნებელი ქეთი ნოგიევა შეხვდა სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან რეგენტებს – მათეო როსის და ლორენცო ბუგლის, რომლებიც მსოფლიოში უძველესი რესპუბლიკის პრეზიდენტის როლს ასრულებენ. ინფორმაციას ქეთი ნოგიევა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„2025 წელი ჩემთვის იყო ბედნიერების და წარმატების წელი. წლის ბოლო დააგვირგვინა წარმატებულმა შეხვედრამ სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან რეგენტებთან, რომლებიც მსოფლიოში უძველესი რესპუბლიკის პრეზიდენტის როლს ასრულებენ: პატივცემული Matteo Rossi და პატივცემული Lorenzo Bugli.
🇸🇲შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა, გავცვალეთ საახალწლო მილოცვები და განვიხილეთ შესაძლო ინიციატივები, საქართველოსა და სან-მარინოს შორის კულტურული გაცვლის ხელშესაწყობად.
უღრმესი მადლობა სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან რეგენტებს, პატივცემულ Matteo Rossi-სა და პატივცემულ Lorenzo Bugli-ს გულწრფელი და თბილი შეხვედრისთვის🇬🇪🇸🇲
ბედნიერი ვარ, რომ მათ ბევრი რამ იციან საქართველოს შესახებ, ბევრიც მე მოვუყევი და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელსაც საინტერესო გაგრძელება ექნება“, – წერს ქეთი ნოგიევა.