დოჰაში სტარტს აიღებს მსოფლიო პირველობა  სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

დღეიდან, დოჰაში, კატარში, 9-წლიანი პაუზის შემდეგ სტარტს აიღებს მსოფლიო პირველობა  სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს საჭადრაკო სამყაროს ელიტა, ხოლო მისი საპრიზო ფონდი €1,000,000-ზე მეტია, რაც ასპარეზობას კიდევ უფრო დიდ ინტერესს სძენს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირი გაიმართება ‘ღია’ კატეგორიაში და ქალთა შორის – როგორც სწრაფ, ისე ელვისებურ ფორმატში.

ფორმატი: შვეიცარიული სისტემა

სწრაფი ჭადრაკი (26–28 დეკემბერი):

  • ვაჟები – 13 ტური
  • ქალები – 11 ტური

ელვისებური ჭადრაკი (29–30 დეკემბერი):

  • ვაჟები – 19 ტური
  • ქალები -15 ტური

ელვისებურ ჭადრაკში 4 საუკეთესო ნახევარფინალსა და ფინალში გაარკვევს ჩემპიონს.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

ქალები:

ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ინგა ჭარხალაშვილი,კესარია მგელაძე, ანასტასია კირთაძე.

ვაჟები:

ბაადურ ჯობავა, გიგა ყუფარაძე, ლევან ფანცულაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები