სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ, კერძოდ:   წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში ათლეტიზმის წარმომადგენელი თემურ სამხარაძე გახდა;  წლის საუკეთესო გუნდის ჯილდო სათამაშო სპორტულ სახეობებში კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო; წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა დასახელდა; წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ჯილდო ანა ჯაფარიძემ მიიღო; საუკეთესო პარასპორტსმენ მამაკაცად კი გიორგი ქალდანი დასახელდა; წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ძიუდოს ეროვნული ნაკრები გახდა; წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ჯილდო ეთერ ლიპარტელიანს გადაეცა; ხოლო წლის საუკეთესო მამაკაცის კი – სპორტსმენ სანდრო ბაზაძეს.

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განვლილი წელი შეაჯამა. მინისტრმა აღნიშნა, რომ  2025 წელს ქართველმა სპორტსმენებმა სარეკორდო – 1935 მედალი მოიპოვეს, აქედან 752 ოქროს, 610 ვერცხლის და 573 ბრინჯაოს მედალია; ასევე წელს ისტორიაში პირველად დააფიქსირეს 42 შედეგი, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებზე, რომლის მასპინძლობისთვისაც საქართველომ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, რაც წინაპირობაა იმის, რომ საქართველო 2026 წელს კიდევ ერთხელ მოექცევა ყურადღების ცენტრში და უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო ტურნირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები